კომპანიის შესახებ

 

შპს „ჯეოფერტი“ დინამიურად განვითარებადი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რთული ჰუმინური, ბაქტერიული ორგანო მინერალური სასუქების წარმოება, ასევე უნიკალური, ბუნებრივი მინერალების მოპოვება.


2009-2010 წლებში შპს „ჯეოფერტის“ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა ეკოლოგიურად სუფთა, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქების მიკროელემენტებით და ბაქტერიული,  ორგანო-მინერალური სასუქების ბუნებრივი ცეოლიტის საფუძველზე, წარმოების ტექნოლოგია.


დაწვრილებით

 

 

 

 

 

 

 

მისია


ამჟამად მიწათმოქმედების სისტემის ძირითად კრიტერიუმებად რჩება ეკონომიკური ეფექტურობა,


ეკოლოგიური უსაფრთხოება, ნიადაგების ნაყოფიერების ზრდა. მაღალმოსავლიანი ჯიშების გამოყვანა მოითხოვს


მინერალური სასუქებისა და პესტიციდების დიდ დოზებს, რასაც მივყავართ ნიადაგების ნაყოფიერების ამოწურვამდე,


სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხარისხის შემცირებასა და გარემოს დაბინძურებამდე.

 


შპს „ჯეოფერტის“ მისია მდგომარეობს  მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებათა მიღების სისტემის,


სასუქების  წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემის  შეცვლა სხვადასხვა მიმართულების რისკების


მართვით, პესტიციდებითა და ქიმიკატებით დაბინძურებული  ნიადაგების რეაბილიტაციის და ნიადაგების


ნაყოფიერების ასამაღლებლად ახალი მეთოდების დანერგვის მიზნით.