ჯეოჰუმატი
აღწერა:
ჰუმინური ორგანო-მინერალური სასუქი მიკროელემენტებით. მცენარეების კვება ბუნებიდან.


          

ჰუმინური ორგანო-მინერალური სასუქი მიკროელემენტებით


სასუქის „ჯეოჰუმატი“  ( 12%-იანი, თხევადი, მარკა “a”) გამოყენებისას:

 - თავიდან აცილებულია ნიადაგების დეგრადაცია;

 - ხდება ნიადაგში ჰუმუსის თანდათანობითი დაგროვების  და აღდგენის უზრუნველყოფა;

 -ძლიერდება მცენარის ფესვწარმოქმნა, ეს კი თავის მხვრივ უზრუნველყოფს კვების პირობების გაუმჯობესებას და ხასიათდება მცენარის მიწისზედა ნაწილის ზრდის გააქტიურებით;

- იცვლება ფოსფოროვანი ცვლა, რაც გამოიხატება ფოსფოროორგანული შენაერთების რაოდენობის ზრდაში, რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის გადატანისა და ტრანსფორმაციის რეაქციებში, ანუ მცენარეში გროვდება შაქარი და ძლიერდება ნუკლეინის მჟავების სინთეზი;

 - ჩქარდება ცილოვანი ცვლა, რასაც თან ახლავს მცენარეთა ზრდის გაძლიერება, მცირდება ნიტრატების შემცველობა მზა პროდუქციაში და უმჯობესდება მისი ხარისხი;

 - იზრდება 5 დამოუკიდებელი ამინომჟავის რაოდენობა (ვალინი, გისტიდინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ფენილალანინი) ლიზინისა და ტრიპტოფანის შემცველობის რამდენადმე შემცირებით:

 - მაღლდება სუნმთქვის პროცესების ინტენსივობა, ფოტოსინთეზი და წყალცვა, იზრდება ქლოროფილისა და ასკორბინის მჟავას კონცენტრაცია, განსაკუთრებით, მცენარის განვითარების საწყის ფაზებში:

 - საგრძნობლად უმჯობესდება ეკოლოგიური სიტუაცია დამუშავებულ ნაკვეთებსა და ტერიტორიებზე;

 - იზრდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა მინიმუმ 15-20%-ით;

 - სასუქ „ჯეოჰუმატის“ მინერალურ სასუქებთან, პესტიციდებთან სოფლის მეურნეობაში  ერთობლივი გამოყენება საშუალებას იძლევა შემცირდეს მინერალური სასუქების ხარჯი 30-40%-ით, პესტიციდებისა -- 20-30%-ით, რაც ეკონომიკური სარგებლის გარდა, ამცირებს ტექნოლოგიურ დატვირთვას გარემოზე.




lztnpejggdh4mv5.jpg
ვრცლად
,,ჯეოჰუმატი" 20 ლიტრი
აღწერა:
სასუქი „ჯეოჰუმატი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაზავში სასუქების უმრავლესობასთან და მცენარეთა დაცვის საშუალებებთან, ბიოპრეპარატებთან და ზრდის რეგულატორებთან. აღნიშნული სასუქი უმეტეს შემთხვევაში აძლიერე

 

 

    სასუქი „ჯეოჰუმატი“ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების კომპლექსური გამოკვებისათვის, დაწყებული სათესლე და სარგავი მასალის დამუშავებიდან, შემდგომში ვეგეტირებადი მცენარის დამუშავებით.ეფექტურია ასევე ფესვის მორწყვა თუ ის შეესაბამება მცენარის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას. „ჯეოჰუმატის“ მთლიანად ხსნადობის გამო ის შეიძლება გამოვიყენოთ წვეთოვანი მორწყვის სისტემებში, როგორც ღია ისე დახურულ გრუნტში. აღნიშნული სასუქი შეიძლება უპრობლემოდ იქნას გამოყენებული შესასხურებლების ძირითადი მოდელებით, მათ შორის მცირემოცულობიანით და ულტრამცირემოცულობიანით.

 

სამუშაო ხსნარის დამზადების წესები

   სასუქი „ჯეოჰუმატი“ ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ილექება ამიტომ გამოყენების წინ სამუშაო ჭურჭელი რეკომენდებულია შევანჯღრიოთ. პრეპარატის სამუშაო ხსნარი გამოყენების წინ არ მოითხოვს სპეციალურ ფილტრაციას. პრეპარატის კონცენტრირებულ ხსნარებს აქვს ნეიტრალური რეაქცია PH 7,2-7,5. ამიტომ მიზანშეწონილია ის შევიტანოთ უშუალოდ სამუშაო  ხსნარში ან ბაკურ ნაზავებში 1,0-0,05  კონცენტრაციებში. ამასთან არ არის დაშვებული ბაკურ ნაზავში პრეპარატის შეტანა თუ მას გააჩნია 5,5-ზე დაბალი PH. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გაუხსნელი ჰუმინური მარილების ბამბისებრი ნალექების დაცვენა. სასუქ „ჯეოჰუმატის“ 1%-ზე მეტი კონცენტრაციის სამუშაო ხსნარის გამოყენებისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მცენარის დროებით დათრგუნვას. პრეპარატის დოზის ასეთი გადაჭარბებისას აუცილებელია ჩავატაროთ მორწყვა ან მცენარის შესხურება სუფთა წყლით.


„ჯეოჰუმატით“ მცენარეთა დამუშავების დანახარჯების ოპტიმიზაციისათვის მისი გამოყენება რეკომენდებულია ბაკური ნაზავების შემადგენლობაში, მცენარეთა დაცვის საშუალებებთან და ხსნად სასუქებთან, დაგეგმილი დამუშავების ჩარჩოებში. ამასთან არ შეიძლება ბაკურ ნაზავში პრეპარატის შეტანა, რომელსაც PH 5,5-ზე ნაკლები გააჩნია.

 

90hme6qomt5wom4.jpg
ვრცლად
,,ჯეოჰუმატი" 10 ლიტრი
აღწერა:
გამოყენება წვეთოვანი მორწყვის სისტემებში

 

 


     სასუქ „ჯეოჰუმატის“ გამოყენება შესაძლებელია წვეთოვანი მორწყვის სისტემებში, ფესვთა სისტემის და მთლიანი მცენარის ზრდა-განვითარების სტიმულაციისათვის, ღია და დახურულ გრუნტში. აღნიშნული სასუქის გამოყენება, ასევე ხელს უწყობს სასუქებიდან და ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ათვისების კოეფიციენტის გაზრდას. მასტიმულირებელი მოქმედების გამო, სასუქ „ჯეოჰუმატის“ გამოყენება ფესვთა სისტემის ზრდისათვის, ამაღლებს მის შეწოვის უნარს და აძლიერებს მცენარის გვალვა გამძლეობას.    დახურული გრუნტის პირობებში სასუქ „ჯეოჰუმატის“ გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია წვეთოვანი მორწყვის სისტემებში, ბოსტნეული კულტურების გამოზრდის მცირემოცულობიანი ტექნოლოგიის გამოყენებისას. სასუქ „ჯეოჰუმატის“ გამოყენება დახურულ გრუნტში ხელს უწყობს მცენარეთა დაცვას სათბურში ტემპერატურის დროებით მკვეთრად დაცემისას.

      ღია გრუნტზე  სასუქი „ჯეოჰუმატი“ ეფექტურად გამოიყენება მცენარის ზრდის სტიმულაციისათვის და მინერალური კვების ოპტიმიზაციისათვის, მთლიანად ხსნად მინერალურ სასუქებთან შეთავსებით გამოკვებისას.

       ნიადაგში „ჯეოჰუმატი“ ხელს უწყობს აზოტფიქსაციის ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც აზოტის ფიქსაციას ახდენენ ჰაერიდან და აჯერებენ ნიადაგს აზოტის მცენარისათვის უფრო მეტად შესათვისებელი ფორმით. სასუქი „ჯეოჰუმატი“ ასევე ღია გრუნტში წვეთოვანი მორწყვის სისტემებში და ფესვგარეშე დამუშავებებში გამოიყენება, მცენარის განვითარების მნიშვნელოვან ფაზებში.

 

დახურულ გრუნტში  წვეთოვანი მორწყვის სისტემებში, სასუქი „ჯეოჰუმატი“ გამოიყენება მისი შეყვანით დასახარჯ ჭურჭლებში ( სუფთა წყალი და მინერალური სასუქი, ხსნარში PH-ით არანაკლებ 5,5).

       სასუქი „ჯეოჰუმატი“ ეძლევა დაგეგმილი მორწყვის ან მცენარის გამოკვებისას მოცემულ რეკომენდირებულ ვადებში. აღნიშნული სასუქი, მთლიანად ხსნადი პრეპარატია, არ გააჩნია ბალასტური ნაწილები, რაც შესაძლებლობას იძლევა გამოვიყენოთ ის წვეთოვანი მორწყვის ნებისმიერ სისტემაში. სასუქ „ჯეოჰუმატის“ გამოყენება რეკომენდებულია 10 დღეში ერთხელ სარწყავი წყლის შემადგენლობაში.

 

   

 

 

 

7bpn55u9urxrmbo.png
ვრცლად
,,ჯეოჰუმატი" 1 ლიტრი
აღწერა:
სასუქ “ჯეოჰუმატის „ გამოყენება განაპირობებს მოსავლის მატებას საშუალოდ 15-20%-ით, მცენარეში კვების ელემენტების მიწოდებას აუმჯობესებს 10-20%-ით.

 

 

     ჰუმინური ორგანო-მინერალური სასუქის „ჯეოჰუმატის“  გამოყენების ეფექტი ერთნაირად მაღალია, როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტში.აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასუქი „ჯეოჰუმატი“, არა მარტო ზრდის მოსავალს, ნაყოფის ზომას  და აჩქარებს მომწიფების ვადებს,  არამედ მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს. მაგ. იზრდება შაქრების რაოდენობა ჭარხალში, ხეხილოვანი კულტურების ნაყოფებში, აგრეთვე იზრდება ვიტამინ C-ს რაოდენობაც. მცირდება ნიტრატების შემცველობა ბოსტნეულზე.

      გარდა აღნიშნულისა, ეს სასუქი დადებითად მოქმედებს იმ მცენარეებზე, რომლებიც მოხვდნენ არახელსაყრელ გარემო პირობებში (გვალვა, წაყინვები, ნიადაგში აზოტის ან პესტიციდების სიჭარბე, ჟანგბადით შიმშილი და სხვა).  ექსტრემალურ პირობებში მცენარეში ფერხდება მრავალი სასიცოცხლო ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო ჰუმინური მჟავეები ეწინააღმდეგებიან მას.

     სასუქ „ჯეოჰუმატით“ ნიადაგის მორწყვის შემდეგ აქტიურდება მიკროორგანიზმების ცხოველმოქმედება, რის შედეგადაც ჩქარდება მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების დაშლა და მიიღება ეკოლოგიურად უფრო სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, მისი წყლოვან-ჰაეროვანი და თბური რეჟიმი, ჩქარდება ჰუმიფიკაციის ბუნებრივი პროცესები და ნიადაგი მდიდრდება ჰუმუსით.

     სასუქი „ჯეოჰუმატი“, რომელიც შეიცავს ჰუმინურ ნივთიერებებს, როგორც პროდუქტი ბუნებრივი წარმოშობისა, ეკოლოგიურად სუფთაა, უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მცენარეში არ გროვდება.

 

bpphupldwwgy075.png
ვრცლად
"ჯეოჰუმატი" პაკეტებში 10X10 მლ
აღწერა:
სპეციალური თხევადი ჰუმინური სასუქი მცენარეთა მძლავრი ზრდისათვის მაღალი შემღწევი თვისებებისათთვის ფიტოტოქსიკურობის რისკის გარეშე.

 

                   

სპეციალური თხევადი ჰუმინური სასუქი მცენარეთა მძლავრი ზრდისათვის ძლიერი შემღწევი თვისებებით  და ფიტოტოქსიკურობის რისკის გარეშე. ხელს უწყობს ფოთლების მწვანე მასის ზრდას, ბოლქვების წარმოქმნას და უხვ ყვავილობას.


ეფექტური საშუალებაა:

 - ნიადაგის დათესვისწინა დამუშავებისთვის ნებისმიერ კლიმატურ პირობებში;

 - თესლის, ფესვის, ნერგების  დარგვისწინა დამუშავებისთვის მცენარეთა ყველა ტიპისთვის;

 - მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში არაფესვური დამუშავებისთვის;


"ჯეოჰუმატ"-ის გამოყენებისას:


  • -გამოირიცხება ნიადაგების დეგრადაცია;

  • -ხდება ნიადაგში ჰუმუსის თანდათანობითი დაგროვებისა და აღდგენის უზრუნველყოფა;

  • -გამოფიტული მიწების ნაყოფიერების აღდგენა;

  • -ხდება ნიადაგის სტრუქტურაზე კეთილისმყოფელი გავლენის უზრუნველყოფა , იზრდბა აირშეღწევადობა და ტენშენარჩუნების მაჩვენებელი, მცირდება ნიადაგის ეროზიები;

  • -ძლიერდება მცენარეთა ფესვწარმოქმნა, ხოლო ეს, თავის მხვრივ, აუმჯობესებს  კვების პირობებს და ხასიათდება მცენარის მიწისზედა ნაწილის ზრდის აქტივიზაციით.;


 

y8p4m6vzjlj6pl3.png
ვრცლად
"ჯეოჰუმატი" ფლაკონი 100 მლ.
აღწერა:
რეკომენდირებულია ნებისმიერი ყვავილის, ხილისა და ბოსტნეულის ფესვებიდან და არაფესვური კვებისათვის.


      

ჰუმინური ორგანო-მინერალური სასუქი მიკროელემენტებით


სამუშაო ხსნარის მომზადებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ და პრეპარატის წვეთები გახსენით წყალში

ბოსტნეული კულტურებისათვის:

•    სათესლე მასალის დათესვის წინა დამუშავება  ხდება დათესვამდე 1-2 საათით ადრე 0,12%-იანი ხსნარით:
 - 24 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 100 გრამ (მლ) წყალში, ან
 - 240 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 1.0 ლიტრ წყალში;

•    ფესვური კვება ხდება მცენარეთა მორწყვით ყოველ 7-10 დღეში 0,012 %-იანი სამუშაო ხსნარით:
 - 4 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 100 გრამ (მლ) წყალში, ან
 - 40 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 1,0 ლიტრ წყალში:

•    არაფესვური კვება მცენარის ფოთლოვანი ზედაპირების მოსხურებით ყოველ 25-30 დღეში 0,8% ხსნარით:
 - 12 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 100 გრამ (მლ) წყალში, ან
 - 120 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 1,0 ლიტრ წყალში:


ყვავილოვანი და დეკორატიული კულტურებისათვის:


•   
სათესლე მასალის დათესვის წინა დამუშავება ხდება დათესვამდე 1-2 საათით ადრე 0,12%-იანი ხსნარით:
-    24 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 100 გრამ (მლ) წყალში, ან
-    240 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 1,0 ლიტრ წყალში;


•    ფესვური კვება ხდება მცენარის მორწყვით ყოველ 7-10 დღეში 0,12 %-იანი სამუშაო ხსნარით:
-    24 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 100 გრამ (მლ) წყალში, ან
-    240 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 1,0 ლიტრ წყალში;

•    არაფესვური კვება
მცენარის ფოთლოვანი ზედაპირების მოსხურებით ყოველ 25-30 დღეში 0,024% ხსნარით:
-    6 წვეთი პრეპარატი გაიხსნას 100 გრამ (მლ) წყალში, ან:
-    60 წვეთი პრეპოარატი გაიხსნას 1,0 ლიტრ წყალში.




pd3o5spy2095li9.png
ვრცლად
დახურვა
გეოჰუმატი


 

ამჟამად, მთელ მსოფლიოში მკვეთრად არის გაზრდილი ინტერესი ჰუმატური ტიპის სასუქების , ანუ ჰუმატების მიმართ. ჰუმინური შენაერთები, არიან რა ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, არეგულირებენ და აინტენსიფიცირებენ ცვლის პროცესებს მცენარეებში და ნიადაგში. დადგენილია, რომ ჰუმინური ნივთიერებები არა მხოლოდ ზრდიან მოსავლიანობას, ნაყოფის მასას და აჩქარებენ დამწიფების ვადებს, აგრეთვე, აუმჯობესებენ პროდუქციის ხარისხს, რადგან ზრდიან მათში შაქრების და  ვიტამინების შემცველობას, ამასთან, ამცირებენ ნიტრატების შემცველობას.



ჩვენს მიერ შემუშავებულია ეკოლოგიურად სუფთა ჰუმინური,  მიკროელემენტების შემცველლი ორგანო-მინერალური სასუქის, „ჯეოჰუმატის“  წარმოების ტექნოლოგია (მარკა „a” - თხევადი, 12%-იანი), რომელშიც  ჩვენს მიერ ნედლეულად გამოიყენება  ლეონარდიტი (მურა ნახშირი) ახალციხის (საქართველო) საბადოებიდან. სხვა ორგანულ პროდუქტებთან შედარებით, ლეონარდიტი გამოირჩევა ჰუმინური მჟავების მაღალი შემცველობით (85%). რამდენადაც იგი წარმოადგენს დაახლოებით 70 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარე ჰუმიფიკაციის პროცესის პროდუქტს.



ჰუმინური ნივთიერებების პროდუქტები, მაკრო და მიკროელემენტები, რომლებიც შედიან ორგანულ-მინერალურ სასუქ „ჯეოჰუმატში“ (მარკა“a” --- ძთხევადი, 12%-იანი), ხვდებიან რა ნიადაგში, წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების რეგულატორს. ისინი ახდენენ მასტიმულირებელ მოქმედებას მცენარის ზრდასა და განვითარებაზე, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია:

    - მცენარის უჯრედის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის ნორმალიზაცია;

    - ფოთლების ზედაპირების ინდექსისი მატება;

    - ფოტოსინთეზისა და სუნთქვის ინტენსივობის მატება;

    - ტრანსპირაციული კოეფიციენტისა წყალმოხმარების კოეფიციენტის რეგულაცია;

    - მაკრო და მიკროელემენტების ათვისებადი ფორმების დეფიციტის შემცირება;



სასუქ „ჯეოჰუმატის“ მოქმედება დაიყვანება ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებამდე:


    - ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურის მოსავლიანობის მდგრადი ზრდა ( მთლიანად სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა მოსავლიანობა იზრდება 15-20%-ით და მეტით);


    - ნაყოფში საკვები ნივთიერებების შემცველობის ზრდას:


  ვიტამინი C – 5-8%-თ;
  კაროტინი - 3-5%-ით;
  ცილები - 7-10%-ით;
  შაქარი - 6-8%-ით;


  - მაიონიზირებელი რადიაციისადმი , გვალვებისადმი, წაყინვისადმი, მცენარეთა გაზრდილი გამძლეობა, გრუნტის წყლებიდან და ნიადაგიდან მძიმე  ლითონების შეღწევისგან დაცვა, მცენარეთა აზოტოვანი სასუქებით კვებისას ნიტრატების შემცველობის შემცირება;

    - მაკროელემენტებით (NPK) და მიკროელემენტებით (B, Co, Mo, Mn, Zn, Cu,I), მცენარეთა ეფექტური კვების უზრუნველყოფა;

    - ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის ზრდა და სტრუქტურის გაუმჯობესება;

    - ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა;

   - ნიადაგების ბამბისებური სტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა, მცენარეთათვის ძნელად ასათვისებელი მინერალების გახსნა, ნიადაგის ბუფერული თვისებებისა მცენარეთა ფესვების ირგვლივ ნახშიმჟავების კონცენტრაციის გაუმჯობესება, რომელიც იხარჯება წყალთან ერთად მცენარის ქსოვილის ასაგებად და ა.შ;

ეს გავლენა უზრუნველყოფილია რამდენიმე, ერთდროულად მიმდინარე პროცესით : ჰორმონალური ზემოქმედებით; მცენარეებში მინერალური ნივთიერებების შეღწევის გაუმჯობესებით; ასევე,  მცენარის უჯრედის ჟანგვა-აღდგენის პროცესებში აქტიური მონაწილეობით ფერმენტატიული გაფრქვევით  და მასტიმულირებელი შენაერთების წარმოქნით.

ყველა ეს ფაქტორი, ერთობლიობაში, მოქმედებს პროდუქტულობაზე და მოყვანილი კულტურის ხარისხზე.

სასუქ  „ჯეოჰუმატ“-ის  (მარკა “a” -- თხევადი, 12%-იანი) ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა

ორგანული ნაწილაკების მასური წილი, არანაკლებ 12%, მათ შორის:,
მათ შორის:

  -  ჰუმინური მჟავების, არანაკლებ 34,0%;

  -  სხვა ორგანული მჟავების, არანაკლებ 25,0%;

მინერალური ნაწილაკების მასური წილი, არანაკლებ 1,0%, მათ შორის:

მაკროელემენტების მასური წილი:
მათ შორის:


  -  N>1,2%; P>0,55%; K<16,5%; CaO>0,56%; S<2,1%; MgO<0,32%; Fe2O3<0,5%;

მიკროელემენტების მასური წილი:
მათ შორის:


  -  Zn<0,4%; Cu<0,08%; Mn<0,083%; Co<0,07%; Mo<0,3%; B<0,3%; KIO3 <0,033%.

სასუქ „ჯეოჰუმატის“ გამოყენება უზრუნველყოფს მოსავლიანობის ზრდას 15-20%-ით, აუმჯობესებს საკვები ელემენტების შეღწევას მცენარეში 10-20%-ით.